17:31 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

შალკე სტამბულში დანაკლისით გაფრინდა

გელზენკირხენის “შალკე” “გალათასარაისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის ჩასატარებლად დიუსელდორფიდან სტამბულის მიმართულებით უკვე გაფრინდა. უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, გერმანიაში დარჩა “შალკეს” ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი.
ტრავმების გამო, “გალათასარაის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ კირიაკოს პაპადოპულოსი, ჩიპრიან მარიკა, კრისტოფ მორიცი, ლარს უნერშტალი, იბრაჰიმ აფელაი და აცუტო უჩიდა.
“გალათასარაისა” და “შალკეს” დაპირისპირება ოთხშაბათს, ჩვენი დროით 23:45-ზე დაიწყება.

0.115859