გელზენკირხენის “შალკეს” უფროსობას მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ფორვარდის – რაულ გონსალეს ბლანკოს კლუბის სტრუქტურაში დასაქმება სურს. ამის შესახებ “ხუმარების” პრეზიდენტმა კლემენს ტენისმა განუცხადა “ბილდს”.
“რაული ჩვენთვის განსაკუთრებული ადამიანია. თავად ესპანელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ “შალკე” უყვარს. არის შანსი, რომ რაული ჩვენთან დაბრუნდეს, მაგრამ არა როგორც ფეხბურთელი. მისთვის კლუბის სტრუქტურაში ადგილს გამოვნახავთ”, - განაცხადა ტენისმა.
შეგახსენებთ, რომ რაული “შალკეს” ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა, რის შემდეგაც ყატარულ “ალ სადში” გადაბარგდა.