ამერიკის შეერთებული შტატების ტელეარხ TNT-ის თანამშრომელმა რობერტ უილიამსმა NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელის, ცენტრალური თავდამსხმელის შაკილ ონილის წინააღმდეგ ქალაქ ატლანტის პოლიციაში სარჩელი შეიტანა.
უილიამსმა განაცხადა, რომ 2013 წლის 9 მარტს შაკილმა TNT-ის შენობაში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიცია უკვე შეუდგა ონილი-უილიამსის საქმის გამოძიებას.