ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) საწყისი რაუნდი დასძლია.
პირველ წრეში შაფათავა მე-8 ნომრად განთესილ ესპანელ ბეატრიზ გარსია-ვიდაგანის გაეჯიბრა და 6:4, 7:6 (8:6) იმარჯვა, მერვედფინალში კი გერმანელ უებელჰოერს და რუმინელ დინუს შორის უმჯობესს ეთამაშება.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა მე-2 განთესვით ჩაებნენ, თუმცა, ჩეხურ-სლოვაკურ დუეტთან (კრამპეროვა-სკამლოვა) 6:7 (3:7), 2:6 დამარცხდნენ.
იტალიურ იმოლაში, 15-ათასიანი ტურნირის პირველ მატჩში მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერმა გერმანელ ლუისა მარი ჰუბერთან 7:5, 2:6, 2:6 წააგო.