ფეხბურთი

22:03 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის ახალი ბრძანება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ბრძანება გამოსცა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონის ტურნირის ჩატარების შესახებ.

ბრძანების თანახმად, მიღებულ იქნა აფხაზეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონალური ფედერაციების წინადადება საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის ტურნირის ერთობლივად ჩატარების შესახებ.

რეგიონალური ფედერაციების შეთანხმების მიხედვით, შეჯიბრების რეგლამენტის პროექტი წარმოდგენილი იქნება ამა წლის 1 ივლისამდე.

ამასთან, სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტმა პირველი ლიგის რეგლამენტის დამტკიცებისას უნდა გაითვალისწინოს აღნიშნულ ტურნირში 2014-15 წწ. სეზონში გამარჯვებული გუნდის საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში 2015-16 წწ. სეზონში დაშვების საკითხი.

 

სფფ-ის პრესსამსახური

0.124127