საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე “საბურთალოს”, სეზონის ბოლომდე, გია ჭიაბრიშვილი გაწვრთნის, რომელსაც ხსენებულ კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობაც უკავია. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “საბურთალოელთა” პრესატაშე კახა მგელაძემ აცნობა.
კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შალამბერიძემ Pro ლიცენზიის ასაღებად სწავლა დაიწყო და ეს პროცესი წელიწადნახევარი გრძელდება, ხოლო “საბურთალოს” ხელმძღვანელობა მწვრთნელს ცოდნის გაღრმავებაში ხელს არ შეუშლის.
აქამდე, ჭიაბრიშვილს მთავარ მწვრთნელად “ზესტაფონში” უმუშავია, რომელსაც 2012 წელს ჩემპიონობა მოაგებინა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გაიყვანა.