ფეხბურთი

20:25 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” მ’ბია დაიბრუნა

 

ესპანურმა “სევილიამ” კამერუნელი ნახევარმცველი, სტეფან მ’ბია დაიბრუნა, რომელიც გასულ სეზონში “სანჩეს პისხუანზე” იჯარით თამაშობდა. ტრანსფერი დაადასტურა “დალაქების” ოფიციალურმა ვებგვერდმა. 


მ’ბიას “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა ესპანურ კლუბს.

გასულ სეზონში, კამერუნელმა “სევილიას” რიგებში 30 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მოიგო ევროპის ლიგა და ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სტეფანმა ფინალში გამსვლელი გოლი “ვალენსიას” 93-ე წუთზე გაუტანა.   


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.116372