ფეხბურთი

12:14 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” კონდოგბია “მონაკოში” გაყიდა

ესპანური “სევილიას” ფრანგი ნახევარმცველი ჟოფრეი კონდოგბია, როგორც ჩანს, სამშობლოში დაბრუნდება და კარიერას ლიგა 1-ში დაბრუნებულ “მონაკოში” გააგრძელებს.

ესპანური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელმა გუნდის გუშინდელი ვარჯიში გააცდინა და ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ აცნობა.

კონდოგბიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში “სევილიას” ანგარიშზე 20 მილიონი ევრო ჩაირიცხება, თანხა, რომელსაც კლუბი მისი ტრანსფერის სანაცვლოდ ითხოვდა.

ჟოფრეის მომავალი გუნდის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის “მონაკო” იქნება, რომლის ხელმძღვანელობამაც გუშინ განაცხადა, მზად ვართ “სევილიას” ფინანსური მოთხოვნები დავაკმაყოფილოთო.

 

0.134314