“სევილიამ” და “პარი სენ-ჟერმენმა” თავდამსხმელ კევინ გამეიროს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ფრანგული პრესის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ესპანურ შეთავაზებას – 10 მილიონ ევროს დათანხმდა და ფეხბურთელის გაყიდვის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ამ დღეებში გააკეთებს. შეგახსენებთ, “სევილიას” გარდა გამეიროს შეძენა “მალაგასა” და “ლიონსაც” სურდათ, მაგრამ “პარი სენ-ჟერმენმა” ორივე უარით გაისტუმრა.
“სევილიას” სამწვრთნელო შტაბი კევინ გამეიროს “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგებული ფორვარდის, ალვარო ნეგრედოს ღირსეულ შემცვლელად განიხილავს.