მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ესპანური “სევილია” სასტარტო შემადგენლობის 3 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. Marca-ს ცნობით, ერთ-ერთი, ვინც ანდალუსიას დატოვებს, თავდამსხმელი ალვარო ნეგრედოა.
სევილიელები ესპანელი ფორვარდისთვის ახალ კლუბს თავადვე ეძებენ. რამდენადაც ცნობილია, ნეგრედოს ხილვით ლონდონის “ტოტენჰემი” და ლივერპულის “ევერტონი” არიან დაინტერესებულნი. საგულისხმოა, რომ ინგლისში გადაბარგების სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, 27 წლის ნეგრედომ პრიმერა დივიზიონში 29 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი მიითვალა.