ფეხბურთი

15:20 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო ბუსკეტსის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა

 

"ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. "ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი კლუბში 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მსურველ კლუბს მისი ყიდვა 150 მილიონ ევროდ შეეძლება.

"ბარსელონამ" და ფეხბურთელმა შეთანხმებას ჯერ კიდევ 16 ივლისს, ბუსკეტსის დაბადების დღეზე მიაღწიეს. სერხიომ ბარსელონას პირველ გუნდში 2008 წლიდან 148 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117757