სხვა

11:41 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერგო დათუკაშვილმა 16-წლამდელთა ნაკრებისთვის მასტერკლასი გამართა

24 ივლისს, სპორტკომპლექს “არენა”-II-ში საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო დათუკაშვილმა 16-წლამდელ ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებისთვის, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება,  მასტერკლასი გამართა.

1-7 აგვისტოს საქართველოს ნორვეგიელი ხელბურთის სპეციალისტი ბენტ დალა ესტუმრება და ახალგაზრდა ხელბურთელებისთვის მორიგ მასტერკლასს უკვე იგი ჩაატარებს. ბენტ დალა თბილისში ევროპის ხელბურთის ფედერაციის დავალებით ჩამოვა.

16-წლამდელთა ნაკრები კი ორი მასტერკლასის შემდეგ, მალევე უნგრეთის ქალაქ ვეშპრიმს ეწვევა და 11-18 აგვისტოს გასამართ საერთაშორისო ტურნირში გამოვა, რომელშიც მონაწილეობას 21 გუნდი მიიღებს.

ახალგაზრდა ხელბურთელებს დიმიტრი აბესაძე ავარჯიშებს, მეორე მწვრთნელი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ქობელაშვილია. 

 

სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური

0.117149