მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილმა ფეხბურთელმა სერგეი შავლომ, რომელსაც ამ კლუბში გენერალურ დირექტორადაც უმუშავია, ივარაუდა, რომ რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში, “როსტოვი” – ცსკა-ს დაპირისპირება ფრედ დასრულდება.
“1:1. ძიუბა და ჯანო საბრძოლველად არიან განწყობილი. არ გამოვრიცხავ, რომ “ზენიტთან” მატჩის შემდეგ, “როსტოვმა” ცსკა-საც “დაუდოს ფეხი”- იუწყება შავლოს სიტყვებს “სოვეტსკი სპორტი”.
შეგახსენებთ, რომ არტიომ ძიუბას და ჯანო ანანიძეს კონტრაქტები “სპარტაკთან” აკავშირებთ, ხოლო “როსტოვში” იჯარით თამაშობენ.
წინა ტურში, “როსტოვმა” სტუმრად “ზენიტს” 2:0 მოუგო, მაგრამ ანანიძე მოედანზე ტრავმის გამო არ გასულა. თუმცა, გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა.