მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა და უიმბლდონის ქალთა ერთეულთა თანრიგის მოქმედმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა წლევანდელი შეჯიბრების საპირველწრეო ბარიერი დამაჯერებლად გადალახა. უილიამს-უმცროსმა კლასიფიკაციის 92 ნომერს, 27 წლის ლუქსემბურგელ მენდი მინელას 6:1, 6:3 მოუგო და მომდევნო ეტაპზე ფრანგ კაროლინ გარსიას შეხვდება.
31 წლის სერენას მინელას დასამარცხებლად საათზე ნაკლები დრო, 57 წუთი დასჭირდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ამერიკელმა 5 ბრეიკი და 7 ეისი შეასრულა. სერენა უილიამსი და მენდი მინელა საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში დღეს პირველად წარსდგნენ კორტის საპირისპირო მხარეს.