სერბეთის საკალათბურთო ნაკრები ჯგუფიდან 2 მოგებით და მე-4 ადგილით გავიდა, თუმცა, მეოთხედფინალში საკუთარ ჯგუფში ხუთივე თამაშის მომგები საბერძნეთი 90:72 გაანადგურა.
საწყისი ტაიმის შემდეგ, სერბები მხოლოდ 4 ქულის სხვაობით იგებდნენ, შემდეგ კი ფოტის კაციკარისის აქამდე დაუმარცხებელი ნაკრებისგან ქვა ქვაზე აღარ დატოვეს.
გამარჯვებულთა რიგებში 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა მოაგროვა, ყველაზე შედეგიანი კი ბოგდანოვიჩი იყო 21 ქულით. ბერძენთა მხრიდან 14 ქულა ჩააგდო კალატესმა, ზისისმა და პრინტეზისმა კი 12-12 ქულა მიითვალეს.
მეოთხედფინალში სერბეთის ნაკრების მეტოქე ბრაზილიას და
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მეოთხედფინალი. ბარსელონა
სერბეთი – საბერძნეთი 90:72 (23:20, 23:22, 18:13, 26:17)
სრული სტატისტიკა
http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/0709/Serbia-Greece/#|tab=boxscore_statistics