ზედიზედ 2 გასვლითი თამაშის წაგების შემდეგ, „პარი სენ ჟერმენმა“ „სენტ ეტიენთან“ ქულა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქელებს ლიგა ერთში გამოკვეთილად საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ, ანჩელოტის გუნდის მიერ „ჟოფრუა გიშარზე“ ქულების დაკარგვა წარუმატებლობად არ უნდა მივიჩნიოთ. ამის მიზეზი „სენტ ეტიენის“ ძალიან კარგ ფორმაში ყოფნაა. კრისტოფ გალტიეს გუნდი ერთადერთია, რომელსაც 2013 წელს არ წაუგია, ხოლო ბოლო 3 საშინაო შეხვედრა „მწვანეებს“ მინიმუმ 3 ბურთით ჰქონდათ მოგებული.
პსჟ-ს გულშემატკივრებს უკმაყოფილების მიზეზს ის აძლევს, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. მე-18 წუთზე, სტუმრები უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში პასტორემ გახსნა, რომელსაც იბრაჰიმოვიჩმა გაატანინა. მალევე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, შვედმა თავადაც გაიტანა. „სენტ ეტიენმა“ ერთი გოლი პირველივე ტაიმში გაქვითა. 37-ე წუთზე, ბრანდაოსთან ბრძოლის დროს, ალექსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შეხვედრას წერტილი ლამაზი გოლით დაესვა. მასპინძელთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე, საჯარიმოში, კუთხესთან ახლოს მყოფმა კლერკმა, ბურთს ტერფის გარე ნაწილი ძლიერად დაარტყა და იგი მეკარისგან შორეულ ზედა კუთხეში მოთავასა.
პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა დევიდ ბექჰემი, რომელსაც თავი ბევრით არაფრით გამოუჩენია. აღსანიშნავი ისაა, რომ ვეტერანი ინგლისელი ჩვეულად ზუსტი იყო გრძელი გადაცემების დროს. 13 მცდელობიდან, შორ დისტანციაზე, მან თანაგუნდელს 8-ჯერ ზუსტად უპასა, რაც მე-2 საუკეთესო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ უკეთესი შედეგია.
ნანსი-ნიცა 1:0 (1:0)
ტომბლენი, “მარსელ პიკო” 14957
ნანსი (3-4-3): გრეგორინი, ლოტიე, პუგრენიე, სანე, კარაბუე, აიასე, მანგანი, ჟებური, მუკანჯო, ზიტე (ეფულუ 85), ბაკარი (კულიბალი 72).
მწვრთნელი: პატრიკ გაბრიელი.
ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, ჟენევუა, სიველი, გომისი, კოლოძიეშაკი, ანინი (პიე 58), დიგარი, აბრიელი, ბრუინსი (მერიემი 71), ბოტეკი, ბაოკენი (ბოზეტი 46).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
გოლი: 1:0 ბაკარი (23).
გაფრთხილებები: ჟებური 66, ლოტიე 77 - ანინი 51, კოლოძიეშაკი 77, ბოტეკი 77, ოსპინა 90+3.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 14 (8)-3 (1), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-6, ჯარიმა: 11-15.
ტულუზა-ბორდო 0:0
ტულუზა, “მუნისიპალი” 17794
ტულუზა (4-1-4-1): აჰამადა, ნინკოვი, ძებინა, აბდენუ, მ’ბენგუე, კაპუე (ერმაში 60), რეგატინი (ბრაატენი 82), რაბიო, დიდო, ტაბანუ, ბენ ბაზატი.
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
ბორდო (4-2-3-1): კარასო, მარიანო (მარანჟი 69), ენრიკე, სანე, პუნჯე, სერტიჩი, პოკო, ბენ კალფალა (ტრემულინა 58), სევე, მორის-ბელეი (ტრაორე 65), დიაბატე.
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გაფრთხილება: სევე 90.
მსაჯი: ჟან სეილო.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 7 (3)-3 (2), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 13-1, სეივი: 2-3, ჯარიმა: 19-16.
სენტ ეტიენი-პსჟ 2:2 (1:2)
სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 25036
სენტ ეტიენი (4-1-2-3): რუფიე, კლერკი, ბაიალი, პერინი, ბრიზონი (გულამი 77), გილავოგი, ლემუანი (ბოდმე 56), კოადე, ობამეიანი, ბრანდაო, მოლო (ჰამუმა 63).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
პსჟ (4-4-2): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, მაქსველი, შანტომი (ჟალე 63), ბექჰემი, მატუიდი, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (გამეირო 76).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
გოლები: 0:1 პატორე (9), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (18, პენ), 1:2 ალექსი (37, ს.კ.), 2:2 კლერკი (72).
გაფრთხილებები: რუფიე 17, ბაიალი 18, ჰამუმა 80, ბრანდაო 90 - ალექსი 55, მატუიდი 90.
მსაჯი: ენტონი გოტიე.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 11 (7)-6 (2), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-7, ჯარიმა: 10-13.