„სენტ ეტიენი“ კვლავ ერთადერთი ფრანგული გუნდია, რომელსაც 2013 წელს არ წაუგია, მაგრამ ბოლო 5 მატჩიდან, კრისტოფ გალტიეს შეგირდებმა ქულები მეოთხეში დაკარგეს. ამჯერად, „სენტ ეტიენი“ „ვალანსიენს“ ეწვია, რომელსაც 24-ე ტურის შემდეგ არ მოუგია.
შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „სენტ ეტიენმა“ კონკურენტებს ცხრილში გადასწრების შანსი მისცა.
ვალანსიენი-სენტ ეტიენი 0:0
ვალანსიენი, “ენო” 16004
ვალანსიენი (4-3-3): პენეტო, მატე (ლალა 46), როზი, ანგუა, ბონგი, გომისი, სანჩესი, სანკარე, მელიკსონი (აბუბაკარი 73), ნგეტე, დანიჩი.
მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, კლერკი, ბაიალი, პერინი, ბრიზონი, ბოდმე (ლემუანი 64), გილავოგი, კოადე, ამუმა (მაი 77), ობამეიანგი, მოლო (გულამი 65).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გაფრთხილებები: ამუმა 45+1, ობამეიანგი 68, ლემუანი 80.
მსაჯი: ბართოლომეუ ვარელა.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 7 (1)-7 (1), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 4-5, სეივი: 1-1, ჯარიმა: 15-13.