ლიგა ერთის 35-ე ტურის გახსნით მატჩს „სენტ ეტიენი“ ძალიან მოტივირებული შეხვდა. „მწვანეები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და „ბორდოსთან“ მოგება გუნდს სანუკვარ მე-3 ადგილზე მინიმუმ 2 დღით გადაიყვანდა.
„ჟოფრუა გიშარზე“ გამართულ შეხვედრაში, კრისტოფ გალტიეს გუნდი ბევრ კი ეცადა, მაგრამ ბოლო 8 მატჩში მე-6 ფრეს თავი მაინც ვერ აარიდა. თუმცა, „სენტ ეტიენი“ კვლავ რჩება ერთადერთ გუნდად, რომელსაც 2013 წელს წაგება არ აქვს.
სენტ ეტიენი-ბორდო 0:0
სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 24229
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, კლერკი, ზუმა, სალი, გულამი, ლემუანი, გილავოგი, კოადე (ბოდმე 63), ამუმა (მოლო 74), ბრანდაო, ობამეიანგი.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
ბორდო (4-2-3-1): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, პუნჯე, ბიოგო პოკო, ტრაორე, ფობერი, ობრანიაკი (პლაზილი 38), სევე (საკო 82), როლანი (ბენ კალფალა 65).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გაფრთხილებები: კლერკი 74 - ენრიკე 67, საკო 90+3.
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 13 (6)-4 (0), კუთხური: 10-0, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-6, ჯარიმა: 9-9.