ლიტვურ ვილნიუსში დასასრულს უახლოვდება მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს ნონა გაფრინდაშვილის (2300), თამარ ხმიადაშვილის (2076), ციალა ქასოშვილის (2144) და ნინო მელაშვილის (2127) შემადგენლობით.
8 ტურის თავზე ქართველ მოჭადრაკეებს 7 ქულა გააჩნიათ და 18 გუნდს შორის მე-12 ადგილი უკავიათ. ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს ლიტვის პირველ ნაკრებს, რომლის აქტივშიც 15 ქულაა.
დასკვნით მე-9 ტურში საქართველოს ნაკრები დანიას ეთამაშება.