ფეხბურთი

11:03 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“საუზერნ სტარზი” ჩაწყობილ თამაშებში ამხილეს

ავსტრალიის პოლიციამ გუშინ ათი ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი.

მელბურნის გუნდ “საუზერნ სტარზის” ცხრა ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი სამართალდამცველთა ხელში აღმოჩნდნენ. Reuters-ის ცნობით, დაკავებულთა უმეტესობა ბრიტანელები არიან, რომლებიც სეზონთაშორის შესვენებისას ავსტრალიაში თამაშობდნენ.

ექვს დაკავებულს ბრალდება უკვე წაუყენეს და სულ მალე სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. გამომძიებლები ირწმუნებიან, რომ არალეგალური ფსონების მიღებით და ჩაწყობილი თამაშების მეშვეობით, ბრალდებულებმა ორ მილიონ დოლარზე მეტი იშოვეს. თუ დაკავებულებს ბრალი დაუმტკიცდათ, მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

0.117635