შესაძლოა, ლისაბონის “სპორტინგისა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი მარკოს როხო “საუთჰემპტონში” გადაბარგდეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
“საუთჰემპტონის” თავკაც რონალდ კუმანს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. მისთვის პრიორიტეტული როხოს შეძენაა, რომლის სანაცვლოდაც ლისაბონელები 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ როხოს შეძენას “ლივერპული” და ლონდონის “ჩელსიც” ცდილობენ, მაგრამ არგენტინელისთვის ბრძოლაში, ფავორიტი “საუთჰემპტონია”.