ფეხბურთი

20:24 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონმა” ვანიამა დაიმატა

ინგლისურმა “საუთჰემპტონმა” 22 წლის კენიელი ნახევარმცველის, ვიქტორ ვანიამას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ცნობილი გახდა, რომ “სელტიკის” ყოფილმა ფეხბურთელმა “წმინდანებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, კენიელის ტრანსფერი “საუთჰემპტონს” 12.5 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ვიქტორ ვანიამა “სელტიკში” 2011 წელს გადავიდა. შოტლანდიელთა რიგებში, 2 სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 91 მატჩში მან 13 გოლი გაიტანა.

0.121035