არგენტინული “ველეს სერსფილდის” ფორვარდი მაურო სარატე კარიერას ლონდონის “ვესტ ჰემში” განაგრძობს. “სკაი სპორტსის” ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ლონდონელებს რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ყოფილ თავდამსხმელთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი გარკვეული აქვთ. არგენტინელი ინგლისელებთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ცნობისათვის, სარატემ უკანასკნელ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი მიითვალა.