ძიუდო

13:43 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სარაევოს ტატამზე 10 ქართველი გავა

 

ხვალიდან კვირის ჩათვლით სარაევო ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში 10 სპორტსმენით გამოვა.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში: 60, 90, 100 და +100 კილოგრამებში განაცხადში ორ-ორი შეგირდი შეიყვანა, 73 და 81 კილოგრამებში – თითო, ხოლო 55 და 66 კილოგრამები სულაც, თავისუფალი დატოვა.

ბოსნია ჰერცეგოვინას ტატამზე გავა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100 კგ), ასევე ვერცხლის პრიზიორები ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ბრინჯაოსნები ლევან გუგავა (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (100 კგ), ოღონდ ღვინიაშვილმა შარშან მედალი ერთი წონით დაბლა – 81 კილოგრამში აიღო.

შეგახსენებთ, 2012 წლის ევროპირველობაზე გიორგი გუგავას გაწვრთნილმა გუნდმა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

 

საქართველოს ნაკრები

60კგ - ვაჟა მარგველაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი

73კგ - ლევან გუგავა

81კგ - უშანგი მარგიანი

90კგ - ლაშა ტაველური და ბექა ღვინიაშვილი

100კგ - გურამ თუშიშვილი და თორნიკე ოთინაშვილი

+100კგ - ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე

1.000419