ჭადრაკი

2:12 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის გათამაშება ჭადრაკში

ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ. ტურნირის საპრიზო ფონდი 8 800 ლარს შეადგენს. პრიზები დაწესებულია მამაკაცთა, ქალთა და ასაკობრივ კატეგორიებში.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება და 1-დან 9 დეკემბრამდე გასტანს. შეჯიბრის 43 მონაწილიდან 16 საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეა.

ტურნირზე რეიტინგის მიხედვით საუკეთესონი კონსტანტინე შანავა (2578), ლუკა პაიჭაძე (2568), შოთა აზალაძე (2482), ნინო ხურციძე (2452) და ზურაბ ჯავახაძე (2451) არიან.

პირველ ტურში ფავორიტთაგან ყველამ იმარჯვა გარდა აზალაძისა, რომელმაც ყაიმი დააფიქსირა.

0.12695