ფეხბურთი

18:08 | 25.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ამხანაგურ თამაშს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას 2 ივნისს, დუბლინში ჩაატარებს. თემურ ქეცბაიას გუნდი, ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს "AVIVA" - ს სტადიონზე შეხვდება.
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირების ისტორიაში, დუბლინში დაგეგმილი შეხვედრა მეხუთე იქნება. სადებიუტო მატჩი საქართველომ და ირლანდიამ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში, 2003 წლის 29 მარტს ჩაატარეს. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი, "მიხეილ მესხის" სახელობის (მაშინდელი "ლოკომოტივი") სტადიონზე 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან, ერთადერთი გოლი ლევან კობიაშვილმა გაიტანა. ბოლო, რიგით მეოთხე შეხვედრა კი, დუბლინში, 2009 წლის 11 თებერვალს გაიმართა. 2010 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, ჩვენს ეროვნულ გუნდს ექტორ რაულ კუპერი ხელმძღვანელობდა. ეს მატჩი ირლანდიამ 2:1 მოიგო. ქართველთაგან გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.
ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში, ოთხივე მატჩი ირლანდიელების გამარჯვებით დასრულდა. ბურთების შეფარდება კი - 3/8 - ზეა, ირლანდიელთა სასარგებლოდ. სხვადასხვა მატჩებში ირლანდიელთა კარში გოლების ავტორები ლევან კობიაშვილი, ლევან ყენია და ალექსანდრე იაშვილი არიან. ამჟამად, ირლანდიის ნაკრები ფიფა-კოკა-კოლას რეიტინგში 39-ე ადგილზე იმყოფება.

სფფ-ის პრესსამსახური

ბადრი კეთილაძის ფოტო

0.126306