საქართველოს მოცურავეთა ეროვნული ნაკრები 10 დეკემბერს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე მიემგზავრება. მთავარ მწვრთნელ ზურაბ ხომასურიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ღირსებას 4-კაციანი გუნდი დაიცავს.
ევროპის ჩემპიონატი ცურვაში დანიის ქალაქ ჰერნინგში 12-15 დეკემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, როიმ ქართველი მოცურავეები ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად მოსინჯავენ ძალებს ესტაფეტაზე, კერძოდ – 4X50 თავისუფალ ყაიდაზე.
საქართველოს ნაკრების წევრები შემდეგ დისტანციებზე გამოვლენ:
ირაკლი ბოლქვაძე – 100, 200 ბრასი, 200, 400 კომპლექსური ცურვა.
ირაკლი რევიშვილი – 100, 200, 400 თავისუფალი ყაიდა.
დავით სიხარულიძე – 50, 100, 200 თავისუფალი ყაიდა.
თეიმურაზ კობახიძე – 50, 100, 200 ბატერფლაი, 50, 100 თავისუფალი ყაიდა.
www.msy.gov.ge