რაგბი

18:48 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო კანადას მიუახლოვდა, რუმინეთი წამოგვეწია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ლისაბონში პორტუგალიის 15 ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხებისთვის (34:9) რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში მონაგარს 0,495 ქულა შემატა და მე-15 პოზიციაზე მყოფ კანადას მიუახლოვდა.

პორტუგალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რომელსაც თამაშამდე ერთი დღით ადრე 50 წელი შეუსრულდა განაცხადა:

“მხოლოდ 4 ქულის მოხვეჭის მიუხედავად, ლისაბონიდან შინ ბედნიერები ვბრუნდებით. ყველამ ვიცით, რომ უკეთაც შეგვეძლო თამაში. ყოველთვის, როდესაც მაღალ ტემპში ვთამაშობდით და ჩვენს შესაძლებლობებს სრულად ვიყენებდით, გამოვიყურებოდით როგორც გუნდი, რომელსაც იმდენი ლელოს დადება შეეძლო, რამდენსაც მოისურვებდა. მაგრამ ჩვენ ძალზედ არათანამიმდევრულნი ვიყავით და რამდენიმეჯერ ბურთის დავარდნამ და გაცუდებულმა პასებმა, პრემიალური ქულის აღების შესაძლებლობა ხელიდან გაგვაშვებინა. პორტუგალიელები კარგად თამაშობდნენ დაცვაში. ისინი ხაზს სწრაფად წევდნენ, კარგი ბოჭვებიც განახორციელეს და მიწაზე თამაშისას დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფეს, რითაც შეცდომები დაგვაშვებინეს. პორტუგალიაში ასეთი სხვაობით აქამდე არასდროს მოგვიგია და ეს ჩვენს დადებით მხარეზე მიუთითებს”.

რუმინეთმა რუსთა უნიათო გუნდი ნებუგის მინდორზე (და არა სტადიონზე) 34:3 რომ დაამარცხა, რეიტინგში 1,19 ქლა ჩაიწერეს და საქართველოსთან ჩამორჩენა შეამცირეს. ამდენივე ქულა დაკარგა რუსეთმა, მაგრამ მათ მე-19 ადგილის შენარჩუნება შეძლეს. მომდევნო მატჩში, საქართველოს ნაკრები სწორედ რუსეთს უმასპინძლებს, მაგრამ ჩვენს შორის ისეთი სხვაობაა, სულ მთლად 100 ქულითაც რომ მოვიგოთ, ეს რეიტინგზე არ აისახება. სხვათა შორის, თავად რუსი ჟურნალისტები ამ მატჩს სათვალავში არ იღებენ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ თბილისში “დათვები” დამარცხდებიან პერეშაჟში მოსახვედრად პორტუგალიის, ან ბელგიის დამარცხების იმედად არიან.

ესპანეთმა ბელგიას 11:6 მოუგო და ამით ერთა თასზე დარჩენის შანსები გაზარდა. ამასთან, მათ პორტუგალიელთა მარცხით ისარგებლეს და ერთი კვირის წინ დაკარგული 21-ე ადგილი დაიბრუნეს.

ექვს ერზე ირლანდიამ თასის მფლობელ უელსის 26:3 დამარცხებით 1,09 ქულა მიიღო, ამდენივე დაკარგეს “დრაკონებმა” და მეექვსე ადგილი “სამყურებს” გადაულოცეს. ინგლისმა “მარიფილდზე” 20:0 მოგებოთ 0,66 ქულა მიიღო და მეოთხე საფეხურზე პოზიციები გაიმყარა, ხოლო საფრანგეთს იტალიელთა ძლევამ (30:10) ვერაფერი შემატა. ახლა ნაკრებები ერთი კვირა დაისვენებენ და რეიტინგშიც მომდევნო ცვლილებებს 24 თებერვალს უნდა ველოდოთ.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 10 თებერვლისთვის

1      (1). ახალი ზელანდია    93,81

2      (2). სამხრეთ აფრიკა     89,34

3      (3). ავსტრალია            86,88

4      (4). ინგლისი               85,18

5      (5). საფრანგეთი        82,05

6      (7). ირლანდია           81,05

7      (6). უელსი                 79,10

8      (8). სამოა                  77,34

9      (9). არგენტინა         76,44

10    (10). შოტლანდია     75,26

11    (11). ფიჯი                  74,21

12    (12). ტონგა                 73,21

13    (13). იტალია              73,13

14    (14). იაპონია              72,06

15    (15). კანადა                70,75

16   (16). საქართველო     69,57

17    (17). რუმინეთი       68,66

18    (18). აშშ                   67,41

19    (19). რუსეთი          61,20

20    (20). ურუგვაი        60,77

21    (22). ესპანეთი       59,71

22    (21). პორტუგალია    58,88

23    (23). ნამიბია               58,79

24    (24). კორეა                 58,10

25    (25). ჰონგ კონგი        56,35

26    (26). გერმანია      56,20      

27    (28). ჩილე            55,44

28    (27). ბელგია         55,39

29    (29). მოლდოვა     55,11

30    (30). ზიმბაბვე       53,56

31    (31). ჰოლანდია     52,86

32    (32). პოლონეთი    52,32

33    (33). უკრაინა         52,17

34    ...

0.264759