ფეხბურთი

0:35 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები “თანამეგობრობის თასზე” მიიპატიჟეს

გუშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ  მიიღო ოფიციალური წერილი რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის ნიკოლაი ტოლსტიხისგან, რომლის შესაბამისადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდი (1993 წლის 1 იანვრამდე ან მას შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი) მიწვეულია 2014 წლის იანვარ-თებერვალში, სანკტ-პეტერბურგში გასამართ რიგით 22-ე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე – “თანამეგობრობის თასი”.

აღნიშნული ტურნირი ყოველი წლის იანვარში იმართება რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დიდ ინტერესს იწვევს.

წელს ტურნირში იასპარეზებენ რუსეთის, ესტონეთის, ტაჯიკეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლიტვის, თურქმენეთის, მოლდოვის, ლატვიისა და ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები.

ტურნირი 22 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართება. რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური წერილისა და შემოთავაზების განხილვა სფფ-ში უკვე მიმდინარეობს.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114712