საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჯორჯე რაშიჩის გაწვრთნილმა გუნდმა სპორტის სასახლეში თურქეთს უმასპინძლა და 2 იანვარს სტუმრად განცდილი მარცხის (23:29) გამო ღირსეული რევანში აუღო - 33:26.
მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანად რატი მსხვილიძემ ითამაშა, რომელმაც 12 გოლი გაიტანა.