საქართველოს ხელბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის მატჩში თურქეთს ამარცხებს. თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმი ქართველმა ხელბურთელებმა 4 ქულით მოიგეს – 19:15.
მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანად ვლადიმერ რუსია და რატი მსხვილიძე თამაშობენ. ორივეს ანგარიშზე 5-5 გოლია.