საქართველოს საწყალოსნო ფედერაციის პრეზიდენტის დავით რურუას განცხადებით, 15 თებერვალს თბილისში დაგეგმილი საქართველოს და თურქეთის წყალბურთელთა ნაკრებების საპლეიოფო მატჩი სტარტს 19:00 საათზე აიღებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და თურქეთს შორის ორმარჩიან დუელში გამარჯვებული 2014
როგორც ცნობილი გახდა, წინა მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 26 იანვარს ერთკვირიან შეკრებაზე ჩერნოგორიაში გაემგზავრება, სამშობლოში დაბრუნდების შემდეგ კი, 2 თებერვალს ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ყაზახები თბილისში ქართველ წყალბურთელებთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავენ, საკონტროლო შეხვედრები კი 5 და 6 თებერვალს 18:30 საათზე გახლავთ დაგეგმილი.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 2014 წლის 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება, მომავალი ტურნირის საგზურები კი უკვე დაბევებული აქვთ მასპინძელ უნგრეთს და გასული ევროპის ჩემპიონატის მოწინავეებს – სერბეთს, ჩერნოგორიას, იტალიას, გერმანიას და საბერძნეთს. კიდევ 6 ფინალისტის ვინაობა პლეი-ოფების შემდეგ გაირკვევა.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი წყალბურთში. 15 თებერვალი – 1 მარტი
უკრაინა – ესპანეთი
რუმინეთი – დიდი ბრიტანეთი
სლოვაკეთი – ხორვატია
ჰოლანდია – რუსეთი
საფრანგეთი –
საქართველო – თურქეთი