ფეხბურთი

15:42 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-საფრანგეთი: თურქი მსაჯი, დეშამის დანაკლისი

6 სექტემბერს, "დინამო არენაზე" საქართველო – საფრანგეთის მატჩს თურქი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ფირატ აიდინუსი იქნება, რომელსაც ქართველთა მონაწილეობით აქამდე არასოდეს უმსაჯია.

დიდიე დეშამის გუნდს ერთი ფეხბურთელი დაუშავდა: "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ეტიენ კაპუ, რომელმაც "არსენალთან" პრემიერლიგის შეხვედრაში ტრავმა მიიღო და საკაცით გაიყვანეს.

დიდიე დეშამი: "აუცილებლად უნდა მოვიგოთ. საქართველოს არაფერი აქვს დასაკარგი და ისევე იბრძოლებენ, როგორც პარიზში, როცა 3:1 ვიმარჯვეთ. დღეს არცერთი საერთაშორისო მატჩი არაა იოლი. საქართველო ბოლომდე ებრძოლა ესპანეთს, 86-ე წუთზე გაუშვა ერთადერთი გოლი და ამის შემდეგ კინაღამ გაათანაბრა".

შეხსენებისთვის, მატჩი საქართველოსთვის უჩვეულო დროს, 22:15 საათზე დაიწყება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120381