ფეხბურთი

12:51 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – მე-100 ადგილზე ფიფას რეიტინგში

გამოქვეყნდა ფიფა-კოკა-კოლას ახალი რეიტინგი და საქართველოს ნაკრები მე-100 ადგილზეა 350 ქულით. თემურ ქეცბაიას გუნდი წინა თვეში 97-ე პოზიციაზე იყო. კონკრეტულად ევროპაში, საქართველო 43-ე პოზიციაზეა 53 ნაკრებს შორის. პოსტ-საბჭოეთის ქვეყნებიდან კი უსწრებს ლიტვას, ლატვიასა და ყაზახეთს. ცნობისთვის, აზერბიჯანმა 88-ე ადგილზე გადაინაცვლა, არადა, 107-ეზე იყო.

რაც შეეხება პირველ ოცეულს:

1 (1). ესპანეთი – 1513

2 (3). გერმანია – 1311

3 (2). არგენტინა – 1266

4 (5). კოლუმბია – 1178

5 (6). ბელგია – 1175

6 (7). ურუგვაი – 1164

7 (14). შვეიცარია – 1138

8 (9). ჰოლანდია – 1136

8 (5). იტალია – 1136

10 (17). ინგლისი – 1080

11 (8). ბრაზილია – 1078

12 (16). ჩილე – 1051

13 (13). აშშ – 1040

14 (11). პორტუგალია – 1036

15 (12). საბერძნეთი – 983

16 (18). ბოსნია – 925

17 (19). კოტ დივუარი – 917

18 (10). ხორვატია – 901

19 (15). რუსეთი – 874

20 (26). უკრაინა - 871

100 (97). საქართველო - 350

 

0.113646