საქართველოს ხელბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში ლიტვის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ სამქულიანი უპირატესობით ამარცხებს – 15:12.
მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანად რატი მსხვილიძე თამაშობს, რომელმაც 5 გოლი გაიტანა. სერგო დათუკაშვილმა და ვლადიმერ რუსიამ კი 3-3-ჯერ დალაშქრეს ლიტველთა კარი.