ევროპის “ერთა თასის” 2014 წლის გათამაშებაში საქართველოს სარაგბო ნაკრები პირველ მატჩს 1 თებერვალს ბელგიელთა წინააღმდეგ ჩაატარებს. მომავალი შეხვედრა სტარტს 15:00 საათს აიღებს, თამაშის ბილეთების შეძენა კი ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი.
საქართველო-ბელგიის მატჩის ბილეთები საქართველოს რაგბის კავშირში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 49ა) 27 იანვრიდან ყოველ დღე, 12:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით გაიყიდება.
მატჩის დღეს, 1 თებერვალს, ბილეთების შეძენა ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ბილეთის ფასი 3 ლარია.