ფეხბურთი

16:29 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი “გურია”

მეორე წრის პირველ ტურში მოულოდნელობა არ მომხდარა, თუმცა რამდენიმე თამაში საინტერესო იყო. უპირველესად ეს “ზესტაფონისა” და “დინამოს” შეხვედრას ეხება. გია გეგუჩაძის მორიგი იმერული დებიუტი მთლად იღბლიანი ვერ გამოდგა, თუმცა რაც მთავარია, მაყურებელმა დაძაბული და შინაარსიანი თამაში იხილა. ცხადია, ამას ეროვნული ჩემპიონატის კვალობაზე ვამბობთ. ბოლო დღეებში “დინამომ” მეორე ასეთი მატჩი ჩაატარა. მატჩი, რომელსაც უნდა უყურო. ჯერ თბილისში “ტორპედოსთან” და კვირას “ზესტაფონთან.” ორივე შეხვედრაში გაუჭირდა, მოგება ბოლო წუთებზე მოიპოვა და ორივეჯერ გამარჯვებისა 21 წლის მცველმა გიორგი გველესიანმა გაიტანა. ეს ყმაწვილი ახლა იმკვიდრებს ადგილს ძირითადში და სასიამოვნოა, რომ “დინამოში” კიდევ ერთი ჟინიანი უკანახაზელი გამოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე ჩანს.

თუ ვინმეზე ითქმის წლის აღმოჩენააო, ეს ლანჩხუთის “გურიაა.” გუნდი, რომელიც უსახსრობის მიზეზით სეზონის წინ ლამის მთელმა შემადგენლობამ დატოვა, მეორე წრის დასაწყისში კი მე-3 ადგილზეა... ვიცით, რომ ლანჩხუთელებს არც ახლა ულხინთ, ისევ აქვთ ხელფასების პრობლემები, მატჩებს ლანჩხუთში ვერ ატარებენ, მაგრამ დღემდე ყველა “საშინაო” შეხვედრა მოიგეს. კვირას “ვიტ ჯორჯიასთან” აგებდნენ, მაგრამ  ბრძოლისუნარიანობის წყალობით მაინც დაამარცხეს და მესამე ადგილზე აინაცვლეს. მართლაც საკვირველი ამბავია. არადა, პრეზიდენტ კობა მირზაშვილს  ახლახან ინსულტი დაემართა. ამ ადამიანს თავის დასთან ერთად მართლაც ძალიან ბევრი აქვს კლუბისთვის გაკეთებული.

Fფეხბედნიერი გამოდგა კახა კაჭარავას მისვლა “სპარტაკში.” ცხინვალელებმა, რომელთაც მის მისვლამდე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდათ, ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვეს და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს. ცოტა ხნის წინათ ისინი გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატები იყვნენ, ახლა კი ვითარება შეიცვალა.

 სამაგიეროდ, როგორც ჩანს, უმაღლესი ლიგის დატოვების მთავარ კანდიდატად “ზუგდიდი” ყალიბდება. საწყენია, რომ გუნდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ნებისმიერ მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, უფინანსობის გამო ლამის დაშლის პირასაა. ზუგდიდელებს 31აგვისტოს შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ, რაც ჯამში 8 ტურს შეადგენს. რამდენიმე დღის წინათ, მთავარი მწვრთნელი კობა წიტაიშვილი წავიდა გუნდიდან: დირექტორ მალხაზ ჭეჟიას ვერ შევეწყვეო. მასთან ერთად, გუნდი კიდევ სამმა ფეხბურთელმა - კაპიტანმა ზვიად სიხარულიამ, ნუკრი აფაქიძემ და რომან კანკიამ დატოვა. სავარაუდოდ, კლუბი მათ კიდევ შესთავაზებს დარჩენას, თუ არა და, კონტრაქტით გათვალისწინებულ სანქციებს აამოქმედებს. მოგეხსენებათ, წიტაიშვილმა ზუგდიდში ორი ეგვიპტელი ფეხბურთელიც ჩაიყვანა, რომელთაგან ერთი, ჯამალ ჰამზა, უკვე სამშობლოში დაბრუნდა, 30 წლის მოჰამედ მეგაჰედი კი კვლავ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. შევიტყვეთ, რომ გუნდში 2 თვის სახელფასო დავალიანება ყოფილა და ეს დავიდარაბაც იმიტომ ატყდა. თუმცა, ხელმძღვანელები ამბობენ:ს 24 ნოემბრამდე ყველა ვალს დავფარავთ და შემდგომშიც ვითარება სტაბილური გახდებაო. უახლოეს დღეებში, ზუგდიდელები ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენენ.

დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი)  0:2 (0:1)

გოლი: 0:1 ლაშა თოთაძე (2), 0:2 გიორგი განუგრავა (91)

 

სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 თეიმურაზ ჭყონია (89) 

 

მეტალურგი (რუსთავი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 რევაზ გეწაძე (47), 2:0 გიორგი ბერიაშვილი (55), 2:1 მამია გავაშელიშვილი (77)

 

ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჯამბულ ჯიღაური (34), 2:0 დიმიტრი ტატანაშვილი (61) 

 

გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:1 (0:1)

გოლი: 0:1 ოთარ ჯავაშვილი (2), 1:1 ვილი ისიანი (51), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (82) 

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 დორინ გოგა (16), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (88), 1:2 გიორგი გველესიანი (90)

გაძევება: გიორგი კაჭკაჭიშვილი (62)

 

1.               დინამო (თბილისი)                        12         9         2         1        29:10          29       
2. ჩიხურა 12 8 1 3 27:19 25
3. გურია 12 7 0 5 13:15 21
4. მეტალურგი 12 6 3 3 18:16 21
5. ტორპედო 12 5 4 3 17:11 19
6. დილა 12 5 3 4 16:12 18
7. ზესტაფონი 12 4 3 5 13:10 15
8. სიონი 12 3 4 5 12:15 13
9. მერანი 12 4 0 8 12:26 12
10. ვიტ ჯორჯია 12 3 3 6 16:19 12
11. სპარტაკი 12 3 1 8 9:16 10
12. ზუგდიდი 12 1 4 7 5:18 7

 

XIII ტური. 24 ნოემბერი. კვირა: მეტალურგი – ჩიხურა, დინამო – დილა, მერანი – გურია, ვიტ ჯორჯია – ზუგდიდი, სიონი – სპარტაკი, ტორპედო - ზესტაფონი

მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

7 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)  

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (“გურია”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113447