ფეხბურთი

14:23 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სანტოსს” ნეიმარში 23 მილიონი ეცოტავა

ბრაზილიის “სანტოსის” ხელმძღვანელობამ “ბარსელონას” ნეიმარის მიყიდვაზე უარი უთხრა. ამის შესახებ, ესპანური პრესა იუწყება.

კატალონურმა კლუბმა ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ “სანტოსს” 23 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ კლუბის მესვეურთ ხსენებული თანხა ეცოტავათ.

“ჩვენმა კლუბმა “ბარსელონას” წინადადება განიხილა და არ მიიღო, რადგან ის კლუბის ინტერესს არ შეესაბამება. ეს ის არაა, რაც ჩვენ გვსურს” – განაცხადა “სანტოსის” ვიცე-პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა.

აღსანიშნავია, რომ კატალონელები ნეიმართან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებენ და უახლოს ხანში მოლაპარაკებას განაახლებენ.

 

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116901