ბრაზილიურმა “სანტოსმა” 21 წლის ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე წინადადებები ორი კლუბისგან მიიღო. ბრაზილიური კლუბის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ თავდამსხმელს წასვლაში ხელი არ შეეშლება და რომელ კლუბს აირჩევს, მისი გადასაწყვეტია.
Marca-ს ცნობით, ეს კლუბები მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” არიან. მადრიდელები ტრანსფერში 35 მილიონ ევროს იხდიან და ნეიმარს წლიურ 11 მილიონ ევროს ჰპირდებიან, კატალონიელები კი, 28 მილიონ ევროს “სანტოსს” და თავად თავდამსხმელს წელიწადში 7 მილიონ ევროს სთავაზობენ.
“ჩემთვის დღევანდელი დღე ყველაზე ბედნიერი და საამაყოა. ამ შემოთავაზებებს ოჯახის წევრებთან ერთად განვიხილავ და გადაწყვეტილებას მივიღებ. ნამდვილად არ ვიჩქარებ. შესაძლოა, ყველაფერი 5 წუთში, ნახევარ საათში ან 3 დღეში გადაწყდეს”, - განაცხადა ნეიმარმა.
“ეს ორი წინადადება ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ვადასტურებ, რომ ნეიმარს “ბარსასთან” ჯენტლმენური შეთანხმება აკავშირებს”, - ეს “სანტოსის” ვიცე-პრეზიდენტის – ოდილიო როდრიგესის სიტყვებია, რომელიც Barcastuff-ს მოჰყავს.