ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატში მე-15 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია შეინარჩუნა.
არაგონელები ერთ-ერთ აუტსაიდერ “მანრესა ბასკეტს” ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 74:71 სძლიეს, ქართველმა ფორვარდმა კი 16:12 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
სანიკიძემ 2-ვე ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა უწია: სტეფანსონი (16), ჯოუნსი (12), როლი (12), ნორელი (12) და რუდეზი (10).