კალათბურთი

1:13 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძეს ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს

ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკის” იტალიის ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს. ქართველი ფორვარდის კლუბმა ფინალური სერიის მე-4 შეხვედრაში “ასეა რომას” 81:71 სძლია და 3:1 დაწინაურდა, ასე რომ, ოქროს მედლებამდე სულ ცოტაღა რჩება.

გასულ მატჩში სანიკიძემ 13 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ვიქტორმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს და ერთხელაც მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ.

სიენელთა რიგებში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი დანიელ ჰეკეტი გახლდათ, დევიდ მოსმა 15 ქულა ჩააგდო, ხოლო ბობი ბრაუნმა 14 ქულას 5 შედეგიანი პასი წაამატა.

19 ივნისს “მონტეპასკი” დედაქალაქს ესტუმრება და მორიგი გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას რომშივე იზეიმებს, თუ არადა, 21-ში ფინალური სერია ისევ სიენას დაუბრუნდება.

და ერთიც. “მონტეპასკის” მორიგ წარმატებულ თამაშს თვალი საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამაც მიადევნა, რომელიც ტრიბუნებზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ უფროსი ბოისა იტალიური გრანდის ღირსებას 2005-07 წლებში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.142071