ლონდონის “არსენალის” მცველ ბაკარი სანიას შეძენა “მილანსა” და “ნაპოლის” სურთ დაინტერესდა. აპენინური პრესის ცნობით, ბრიტანელთა ფრანგი ლეგიონერის აგენტს უკვე ორივე მსურველი კლუბის წარმომადგენელი შეხვდა და თავიანთი პირობებიც შესთავაზეს, მაგრამ სავარაუდოდ ტრანსფერი ზამთარში არ განხორციელდება. სანიას “არსენალთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უმთავრდება და კლუბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებას შეეცდება.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 30 წლის ბაკარი სანიამ “მეთოფეების” მიერ ჩატარებული 15 მატჩიდან 12-ში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. ამჟამად კი მცირე ტრავმა აწუხებს და ბოლო ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ნაპოლისთან ჩასატარებელ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.