ლონდონის “არსენალის” მცველ ბაკარი სანიას კლუბი შეცვლა სურს, მაგრამ ინგლისს საზღვრებს გარეთ გასვლას არ გეგმავს. ფრანგული მედიის ცნობით, 31 წლის მარჯვენაფლანგელი არჩევანს ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის აკეთებს.
სანიას “მეთოფეებთან” კონტრაქტი ივნისში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, ფრანგის მსურველ კლუბს “არსენალისთვის” თანხის გადახდა არ მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ სანიას გადაბირება მილანის “ინტერსა” და სტამბულის “გალათასარაის” სურდათ, მაგრამ ფრანგმა ნისლიანი ალბიონის დატოვება არ ისურვა.