"დნიპრომ" ამხანაგურ მატჩში 2:1 სძლია უკრაინის პირველლიგელ "ზვეზდას". ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა. სანდრო კობახიძე ასევე სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. სანდროს საგოლე მომენტიც ჰქონდა და მეკარემ რთული ბურთი აუღო.
როგორც იცით, კობახიძეს მცირე ტრავმა ჰქონდა - წინა ტესტ-შეხვედრაში (მოსკოვის "სპარტაკთან") შეცვალეს.
პოლონეთის ექსტრაკლასა განახლდა და ლადო დვალიშვილის "ლეგიამ" მოულოდნელად სტუმრად 2:3 წააგო "კორონასთან". ლადო მხოლოდ 83-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე.
მცირე დროა, თუმცა დებიუტი დებიუტია. ეს დვალიშვილის პირველი ოფიციალური მატჩი იყო "ლეგიაში".
იტალიაში "ემპოლიმ" შინ 1:1 ითამაშა "პადოვასთან". ლევან მჭედლიძე სათამაშოდ ჯერ მზად არაა, ირაკლი შეყილაძე კი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო გახლდათ. "ემპოლი" სერია B-ში მეხუთე ადგილზეა.