კალათბურთი

2:21 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდერსი თანაგუნდელებმაც აითვალწუნეს

მილუოკელთა ცენტრი 44 მილიონისას არაფერს აკეთებსო


ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” სეზონი ძალიან წარუმატებლად დაიწყო და ეს გუნდის შიდა სამზარეულოზეც ცუდად აისახება. მოვლენათა ეპიცენტრში ამჯერადაც მილუოკელთა ცენტრი ლარი სენდერსი მოექცა, რომელმაც შარშან ბარში ჩხუბისას ხელი დაიშავა და რამდენიმე მატჩი გამოტოვა, ახლა კი, თანაგუნდელ გარი ნილთან მოუვიდა უთანხმოება.

როგორც The Milwaukee Journal Sentinel-ი იუწყება, ნილი და სანდერსი ერთმანეთს ფინიქსში გამართული მატჩის შემდეგ წაეკიდნენ, რომელიც ”ბაქსმა” 100:116 დათმო. “მე ჩემი ხელფასი დავიმსახურე. დროა, იგივე შენც მოიმოქმედო”, - ასე მიმართა ნილმა სანდერსს, რომელსაც საერთო აზრით, მართლაც რომ გადამეტებული კონტრაქტი გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ “მილუოკიმ” სანდერსთან განახლებული ხელშეკრულება გასული წლის ზაფხულში გააფორმა, რომლის მიხედვითაც ლარიმ ოთხ წელიწადში 44 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

“ბაქსის” ფანების სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც სანდერსი და ვერც მისი თანაგუნდელები სასურველ თამაშს ვერ აჩვენებენ და გუნდი 33 მატჩში მოპოვებული მხოლოდ 7 გამარჯვებით მთელს ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ჯერაც ტრავმირებულია, თუმცა, წინასწარი გათვლების მიხედვით, მისი მოედანზე დაბრუნება შორეული პერსპექტივა აღარ უნდა იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123875