ინგლისის “სანდერლენდის” კაპიტანმა ჯონ ოშიმ დაადასტურა, რომ ფეხბურთელები ყოფილ მთავარ მწვრთნელ პაოლო დი კანიოს, მართლაც აუმხედრდნენ.
დი კანიო “სანდერლენდიდან” მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ დაითხოვეს. კულუარული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ, ასეთი ნაბიჯი გუნდის მოთამაშეების ზეწოლის შედეგად გადადგა.
ახლა კი, ოშის არ დაუმალავს, რომ ფეხბურთელები იტალიელ მწვრთნელს აუჯანყდნენ:
“ნათელია, რომ ასეთი რამ მართლაც მოხდა. თუმცა, ახლა წინ უნდა გავიხედოთ. ლიგაში ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, უკან ყურების უფლება არ გვაქვს. წინ რთული თვეები გველის. ჩვენთან ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს ბოლი (კევინ ბოლი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი) იქნება, თუ ახალი მწვრთნელი, წინ რთული პერიოდი გვაქვს. ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, თორემ წარსულზე ფიქრის შემთხვევაში, ძალიან მალე, იმ მდგომარეობის გამოსწორება, რაც გვქონდა, ძალიან ძნელი იქნება”, – განუცხად ოშიმ Shields Gazette-ს.