ფეხბურთი

13:24 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესი “არსენალს” უახლოვდება

დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძობს. ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის “არსენალს” 25 წლის ჩილელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს.

“მეთოფეებსა” და სანჩესს შორის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ პრობლემა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაა. კატალონიელები 32 მილიონ ევროს ითხოვენ, მაგრამ ლონდონელებს ფასის დაკლება სურთ. სავარაუდოდ, “არსენალი” ხსნებეული თანხის გადახდას დათანხმდება.

მომდევნო კვირაში, “ბარსელონა” “ლივერპულელ” ლუის სუარესთან კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს და სანჩესის ტრანსფერიც სწორედ ამის შემდეგ შედგება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112776