კალათბურთი

13:45 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის “სან დიეგოს” პირველი მარცხი

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” სტუდენტური ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა, მეექვსეში კი მარცხი განიცადა. ფლორიდაში გამართულ შეხვედრაში სან დიეგოელები ილინოისის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდნენ და 70:74 დამარცხდნენ.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 33 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. დუდამ 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი არცერთხელ დაუკარგავს.

სანაძის კლუბს მომდევნო მატჩი 27 ნოემბრის დილას ელის, როდესაც “გრინსბოროს” დაუპირისპირდება. 

0.120027