დუდა სანაძის “სან დიეგო” საკუთარი კონფერენციის ლიდერს და სრულიად სტუდენტური ლიგის საუკეთესო 25-ეულში მყოფ “გონზაგას” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, მხლოდ 3 ქულით – 56:59 დამარცხდა.
მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე სანდიეგოელ კრის
“გონზაგას” “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში 7 მოგება და 1 მარცხი აქვს. ესაა ტრადიციულად ძლიერი საკალათბურთო უნივერსიტეტი, რომელსაც მუდმივად კარგი გუნდი ჰყავს და სტუდენტური ლიგის ფინალურ ტურნირშიც უცვლელად თამაშობს. “გონზაგა” წლეულსაც მოწოდების სიმაღლეზეა და გამოკითხვების 25-ეულში შედის.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სტუდენტურ უმაღლეს დივიზიონში 33 მოქმედი კონფერენცია და 400-მდე გუნდია. მათი კლასიფიკაცია საკუთარ კონფერენციებში ხდება, საერთო რეიტინგს კი გამოკითხვების შედეგად მიღებული ქულები განსაზღვრავს.
გამოკითხვები ყოველკვირეულად იმართება და მასში ჟურნალისტები, მწვრთნელები და კალათბურთის სპეციალისტები მონაწილეობენ. არის კლასიფიკაციის 2 ვერსია – ასოშიეითედ პრესის და
“გონზაგას” უნივერსიტეტი
ცნობისთვის, აღვნიშნავთ, რომ ორივე კლასიფიკაცია – ანუ ჟურნალისტებიც და მწვრთნელებიც ლიდერთა სამეულზე შეთანხმებულები არიან.
მათი აზრით, სტუდენტური ლიგის საუკეთესო გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით არიან: “
სანაძის გუნდი “გონზაგას” სან დიეგოდან 1300 მილით დაშორებულ ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანში შეხვდა და ღირსეულ ბრძლაში დამარცხდა. მატჩი ამერიკული სპორტული მედიის მონსტრმა ESPN-მა თავის ერთ-ერთ არხზე პირდაპირ ეთერში გადასცა. შეხვედრა დღის ერთ-ერთ ცენტრალურად იქნა მიჩნეული და თამაშმაც გაამართლა.
“გონზაგა” მცირედით მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა სანდიეგოელები ჯონი დის სიზუსტის წყალობით, რომელმაც ჯამში 26 ქულა ჩააგდო, ფეხდაფეხ მისდევდნენ მასპინძლებს და თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ჩამორჩნა მინიმუმამდე – 56:57 შეამცირეს.
შემდეგ იყო აცილებული ბურთების ორმხრივი კასკადი და გონზაგელი კევინ პანგოსის ზუსტი ლეიაპი – 59:56. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, ბოლო წამებზე კი გამთანაბრებელი სამქულიანი, როგორც თავშივე ვთქვით, ანდერსონმა ააცილა.
საქართელოს ნაკრების წევრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. მატჩი დაცვითი ხასიათის იყო და მექულეობით ჯონი დის გარდა სანდიეგოელთა შორის ვერავინ გამოირჩა.
სანაძემ 5-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო. ჯამში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ამდენჯერვე დაკარგა. დენის კრამერს 10 ქულა ჰქონდა, საუკეთესო ჯონი დის კი – 26. გონზაგელებს სემ დოუერმა ულიდერა – 18 ქულა, 10 მოხსნა.
სანაძის გუნდს 2 მოგება და 6 მარცხი აქვს და საკუთარ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა. თბილისის დროით ხვალ დილას, “
www.gbf.ge