კალათბურთი

15:41 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 7 ქულა და მე-7 მოგება ფლორიდაში

 

ფლორიდულ ესტეროში დასრულდა სამდღიანი მინიტურნირი “გალფ ქოსთ შოუქეისი”, რომელშიც დუდა სანაძის გუნდმა “სან დიეგო ტორეროსმაც” ითამაშა და მე-5 ადგილი დაიკავა.

კალიფორნიელებმა გასულ შეჯიბრში 4-დან 3 შეხვედრა მოიგეს, მთლიანობაში, კი საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფარგლებში, 7 მოგება და 1 მარცხი გააჩნიათ.

ესტეროს ტურნირის უკანასკნელ მატჩში “სან დიეგომ” სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის გუნდი 59:56 დაამარცხა.

დუდა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 33 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მომდევნო მატჩს “ტორეროსი” 1 დეკემბრის დილას ნიუ მექსიკოს ქალაქ ალბუკერკში ადგილობრივ “ლობოსთან” გამართავს.

0.114835